დღევანდელ მთავრობის სხდომას ესწრებოდნენ რეგიონების გუბერნატორები, მთავრობის ადმინისტრაციაში ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილიც იმყოფებოდა. პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე გუბერნატორების მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მისვლას არჩევნებს არ უკავშირებს. როგორც სხდომის დაწყებამდე მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გუბერნატორებთან შეხვედრისას საუბრის თემა არჩევნები არ იქნებოდა. მისივე თქმით, ეს არის რიგითი სხდომა და სხდომა და განსახილველია დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.