პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ 30 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადების წინადადებას, უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა.
ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დანიშნულ საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
საომარი მდგომარეობა ძალაში 28 ნოემბრიდან შევა და ქვეყნის იმ რეგიონებზე გავრცელდება, სადაც რუსეთის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობა ყველაზე მაღალია.
დეპუტატებმა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღზეც ისაუბრეს და შეთანხმდნენ,რომ საპრეზიდენტო აჩვნები 31 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. კიევში განმარტავენ, რომ ხომალდები ყველა ნორმის დაცვით მოძრაობდა, თუმცა „ეფ ეს ბე“-ში ამტკიცებდნენ, რომ მეზღაურები სახიფათო მანევრებს ასრულებდნენ, მათ შესაჩერებლად კი რუს სამხედროებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა.