ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ელექტრო ენერგიის არ ქონის გამო გათიშულია საავტომობილო გზაზე შუქნიშნებიც. კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გეგმიური გათიშვა მოხდა და მოსახლეობას წინასწარ მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც დაეგზავნათ. ამის პარალელურად მოსახლეობა ამბობს, რომ მათ მსგავსი შეტყობინება არ მიუღიათ და ინფორმაციის მიღებას თუ როდის აღდგება ელექტროენერგია, ან რა მიზეზით შეუწყდათ დენის მიწოდება tv4-ის საინფორმაციო სამსახურში ცდილობენ.