ქალაქ ბოლნისში კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული ბაღი გაიხსნა. #2ბაგა-ბაღის ფილიალი დღეს საზეიმო ვითარებაში ბოლნისის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ გახსნეს. სკოლამდელი დაწესებულება ხვალიდან 6 ასაკობრივ ჯგუფში 160 აღსაზრდელს უმასპინძლებს . ნახეთ ნათია შაფათავას და დავით ბადაგაძის სიუჟეტი .
საბავშვო ბაღი , რომელიც ხვალიდან პატარების აღზრდა განვითარებას შეუდგება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით სულად რეაბილიტირდა . ბაგა-ბაღის შენობას შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა , შეიცვალა კომუნიკაციები და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, საძინებლებით, სველი წერტილებით საგანმანათლებლო და მოსასვენებელი კუთხეებით.როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი აღნიშნავს , აღსაზრდელების განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა აუცილებელია და ამ კუთხით მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა . ქალაქში არსებული 12 ბაღიდან 10 სრულად რეაბილიტირდა , დარჩენილი ორის რეაბილიტაცია კი მომავალ წელს იგეგმება .
აღსანიშნავია , რომ საბავშვო ბაღის სააღმზრდელო ჯგუფებში შექმნილია ფიზიკური გარემო ,რომელიც ორიენტირებულია ბავშვების განვითარებაზე და მათ ინტერესებზე . საერთო სივრცეში მოეწყო მეცნეიერების , აღმოჩენების , დრამატული , საგანმანათლებლო და შემეცნებითი ცენტრები .ასევე კეთილმოეწყო ეზო , დამონტაჟდა სპორტული და გასართობი ატრაქციონები . ბაღი აღჭურვილია ბუნებრივად უსაფრთხო სათამაშოებითა და ბავშვების ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შერჩეული წიგნებით .
ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. ,რომლის საერთო ღირებულებაც დაახლოებით ნახევარ მილიონს შეადგენს .