ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 25 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 395 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 114 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 61 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 33 ფაქტი, აჭარაში – 29 ფაქტი, გურიაში – 7, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 14, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -25 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 8 ფაქტი, შიდა ქართლში – 23, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 79, ხოლო თბილისში – 2 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3170 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 52 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 1 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.