ქორწილში ცეკვის დროს ქალი გარდაიცვალა

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ნეფე-პატარძალთან ცეკვის დროს 50 წლამდე ქალი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

ქორწილში გარდაცვლილი ქალი სოფელ მუღანლოში ცხოვრობდა.
ქორწილი ჩაიშალა, ვინაიდან პატარძალი მომხდარის გამო შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარების გამოძახება მასაც დასჭირდა.

როგორც ახლობლები ამბობენ, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის მკურნალობის მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა.

ადგილზე საპარტულო პოლიციაც იყო მისული.
წყარო: მარნეულის რადიო.