ყველაზე მასშტაბურმა ცეცხლმა ქალაქი პარადაისი გაანადგურა-რა ხდება კალიფორნიაში(+ფოტო)

კალიფორნიის ულამაზესი საკურორტო ქალაქი პარადაისი აღარ არსებობს. შტატების ისტორიაში, ყველაზე მასშტაბურმა ცეცხლმა ქალაქი, სადაც 27 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად გადაწვა და გაანადგურა.
ამ დროის მონაცემებით სტიქიურ უბედურებას 50 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა, ვარაუდობენ რომ ყველა მათგანი დაღუპულია.
ცეცხლი ქალაქ მალიბუშიც მძვინვარებს, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავების უმეტესობას ვილები აქვს.
როგორც ცნობილია, განადგურებულია ჯულია რობერტსის, ლედი გაგას, ჯერარდ ბატლერის, მელ გიბსონის, შერის, ბარბრა სტრეიზანდის, პატრიკ დემპსის, ჰოლი ბერის, კეტლინ ჯენერის, კორტნი კოქსის, ვილ სმიტის, სანდრა ბალოკის, მაილი საირუსის და სხვა სელებრითების ძვირადღირებული სახლები. კიმ კარდაშიანმა და მისმა მეუღლემ ვილა კერძოდ დაქირავებული მეხანძრეების წყალობით გადაარჩინეს დაწვას. ტილ შვაიგერი, მისი მეუღლე, შვილი და შვილის 6 მეგობარი, რომლებიც გერმანიიდან იყვნენ სტუმრად, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ, ცნობილი მსახიობი და მისი ოჯახი ქუჩაში ღამის საცვლებისამარა დარჩნენ. ისინი ადგილობრივმა ფერმერმა შეიფარა და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.
ამას გარდა, ლოს-ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთით, ვენტურას რაიონშიც გაჩნდა ხანძრის ახალი და მძლავრი კერა. საფრთხე ემუქრება, თავად ლოს-ანჯელესსაც.
მთლიანობაში ამ დროისთვის, 300 ათასზე მეტი ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. ცეცხლის ჩაქრობა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, აალებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.