ყიზილაჯლოს 49-ე უბანზე, ინციდენტის შემდეგ, დეპუტატი თამაზ ნავერიანი მივიდა

„ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბანზე მივიდა, სადაც ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო. ნავერიანის თქმით, აღნიშნულ უბანზე რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

დეპუტატი საია-ს მოთხოვნასაც პასუხობს.

„გამაგებინეთ, რის საფუძველზე ითხოვს კენჭისყრის შეწყვეტას საია. არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება. რატომ უნდა შეწყდეს კენჭისყრა? – განაცხადა ნავერიანმა.