შსს-დან 6 თვეში 919 ადამიანი გაათავისუფლეს

2018 წლის იანვარ-ივნისში, შინაგან საქმეთა სამინისტროდან 919 ადამიანი გაათავისუფლეს.
2018 წლის პირველ კვარტალში უწყებიდან 577 ადამიანი, ხოლო მეორე კვარტალში 342 ადამიანი გაათავისუფლეს.
ეს ინფორმაცია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ასევე 2017 წელს გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობამ 1 223 ადამიანი შეადგინა.

რაც შეეხება უწყებაში მიღებულ ახალ თანამშრომლებს, 2018 წლის პირველ 6 თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროში სულ 363 ადამიანი დასაქმდა.

2018 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სულ 19 224 თანამშრომელია, მათგან 16 157 მამაკაცი, ხოლო 3067 ქალია.