ცესკოს პირველადი მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ცესკოს პირველადი მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ამისშესახებ ცესკოს მიერ გამართულ ბრიფინგზე განცხადება თამარ ჟვანიამ გააკეთა.

მისი თქმით პირველადი წინასწარი მონაცემებით ხმები პროცენტულად ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძემ 195 305 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 43%-ია , ხოლო სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 262 826 ხმა.

ჟვანიას ინფორმაციით ამ დროისთვის სულ დათვლილია 1181 საარჩევნო უბანი.