ცოლმა ქმარი მოკლა

ცოლმა ქმარი იმის გამო მოკლა, რომ მის მიერ გაკეთებული რემონტი არ მოეწონა. შემთხვევა რუსეთში, ქალაქ ლაბიტნანგში მოხდა.
ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალმა მამაკაცი ფულის გაფლანგვასა და უხარისხოდ გაკეთებულ რემონტში დაადანაშაულა. ცოლ-ქმარი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კამაითის დროს ცოლმა მეუღლეს დანა მკერდში დაარტყა.
ინციდენტის შემდეგ ქალმა სასწრაფო დახმარებას გამოუძახა, თუმცა, მამაკაცს ექიმებმა ვეღარ უშველეს.
დამნაშავეს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.