გუშინ გვიან ღამით წალკაში მოსულმა თოვლმა, მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა.თოვლის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ფარავნის უღელტეხილი. თოვლმა პრობლემები შექმნა წალკის სოფლებშიც. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიცია ავრცელებს.
“თოვლმა დაფარა წალკა.არც შეშა, არც სასმელი წყლები, არც გზები სოფლებში, საშინელ დღეშია წალკის მოსახლეობა.უნდა მოვიცილოთ დროულად უსაქმური ხელისუფლება.
უნდა მოვიცილოთ დროულად უსაქმური წალკის მერი ილია საბაძე…
ილია მოვიკითხოთ აბა თუ დარიგდა შეშა და რა მდგომარეობაა წალკაში” -აცხადებს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.
ჩვენ ინფორმაცია წალკის მერიაში გადავამოწმეთ. მუნიციპალიტეტის მერის ილია საბაძის თქმით, ღამის სამ საათზე უკვე დაყარეს ტექნიკური მარილი ფარავნის უღელტეხილზე და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.რაც შეეხება შეშის ვაუჩერებს , მისივე თქმით, შეშის ვაუჩერების დარიგება მიმდინარეობს.