საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ა.მ-ს, 600 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოუჩინეს.
არადეკლარირებული სიგარეტი გუშინ აღმოაჩინეს.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.