რუსთავში , რჩეულიშვილის ქუჩაზე ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის მშენებლობა სრულდება, ამ დროისთვის შენობა უკვე აგებულია და მიმდინარეობს შიდა კომუნიკაციების მოწყობა . როგორც ჭყონდიდელის მაჟორიტარი დეპუტატი დავით რეხვიაშვილი ქრონიკასთან საუბრისას აღნიშნავს შენობაში რამდენიმე სამსახურის წარმომადგენელი იქნება , მათ შორის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება ბანკი.
მუნიციპალური შენობის მშენებლობა მიმდინარე წლის 30მაისს დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება . პროექტის ღირებულება 156 254 ლარს შეადგენს .