ხანძრის ფაქტზე შსს–მ გამოძიება დაიწყო

სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძარი რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე წუხელ გაჩნდა. დამწვარია 1000 კვ.მ. ფართი.

ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.