ხე, რომელიც ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა

მოგლეჯილი ხეები, გადახდილი სახურავები, დაზიანებული სარეკლამო ბანერები, ეს ყველაფერი ქუთაისში ძლიერ ქარს მოყვა.

ცნობილი გახდა, რომ ძლიერმა ქარმა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ხე მოგლიჯა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.
მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რის შემდეგაც მერია დაზარალებული მოქალაქეებისათვის დასახმარებლად ზომებს მიიღებს.