ხმაური მარნეულში #57-ე უბანზე

მარნეულში, ზემო სარალში 57-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია.

გრიგოლ ვაშაძის შტაბის უფროსის მოადგილე გივი ქველაძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს, რაც მისივე თქმით, კანონის დარღვევაა. ის განმარტავს, რომ აღნიშნულ უბანზე გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს იგებს, რისი გაყალბებაც უნდათ, ამის უფლებას კი არ მისცემენ.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

როგორც ქველაძე აცხადებს, საპატრულო პოლიცია კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა.