მატარებლის დაჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დღეს დილით, დაახლოებით 9:30 საათზე გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცს, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

„საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს
მომხდარის გამო შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (#685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის”.-ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში .