ზემო ფონიჭალაში 23-ე კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.
ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
აფეთქების შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. ამის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კონტაქტური არიან. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.