12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 55 წლის მამაკაცი დააკავეს

ბათუმში 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 55 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ აღნიშნულმა პირმა მუნიციპალურ ავტობუსში 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროება სცადა. მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება მოქალაქეების მხრიდან 5 ნოემბერს შევიდა და ბრალდებული გამოკითხვაზე დაიბარეს.

არსებული ინფორმაციით, გოგონა მუნიციპალური ავტობუსით თანატოლებთან ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. მოზარდმა დახმარებისთვის ავტობუსში მყოფებს მიმართა, თუმცა 55 წლის მამაკაცმა ავტობუსიდან გაქცევა მოასწრო.

მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.