ჩინური ზოდიაქოს მიხედვით 2019 წელი ღორის წელია. ვნახოთ როგორ პროგნოზს აკეთებენ ასტროლოგები – რას უნდა ელოდოთ მომდევნო წლის განმავლობაში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
1. ვერძი – ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ძალიან წარმატებული, ან ძალიან წარუმატებელი წელი გექნებათ, შეუძლებელია. ასტროლოგები ამბობენ, რომ 2019 წელი თქვენთვის ყველაზე მრავალფეროვანი იქნება. ელოდეთ იმდენივე წარმატებას, რამდენი წაუმატებლობაც გექნებათ. მარცხი და გამარჯვება დააბალანსებს ერთმანეთს. მთელი წელი იქნება ქაოსური, გექნებათ კონფლიქტები საკუთარ თავთან.
განსაკუთრებით რთული იქნება ახალი წლის საწყისი ეტაპი. გაგიჭირდებათ გარკვევა იმაში, თუ რა გინდათ, რა გსურთ.იქნებით იმაზე უფრო მეტად იმპულსურები, ვიდრე ოდესზე. 2019 წლის შემოდგომიდან შეძლებთ, გარკვეულწილად, მოაგვაროთ და დაალაგოთ პრობლემური საკითხები. თქვენი მებრძოლი ხასიათიდან გამომდინარე, შეძლებთ პრობლემებთან გამკლავებას.
2. კურო – 2019 წელი თქვენთვის იქნება შესანიშნავი. მოემზადეთ დიდი ბედნიერებისა და თავბრუდამხვევი წარმატებებისთვის. ცხოვრების ყველა მიმართულებით ვარსკვლავები ამაღელვებელ წარმატებას გპირდებიან. ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი წელი.
შეძლებთ თქვენი იდეების განხორციელებას და მიზნების მიღწევას. თქვენი დაუღალავი შრომა ბოლოსდაბოლოს შედეგს გამოიღებს. ცხოვრება საოცარ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. მთავარია, რომ დაინახოთ ისინი. ასტროლოგების მტკიცებით, 2019 წელი კუროების გამდიდრების, ოცნებების ახდენის და დიდი ბედნიერების წელია.
3. ტყუპები – 2019 წელს ცხოვრებაში ბევრი სადავო საკითხი გაგიჩნდებათ. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები თქვენს სასარგებლოდ გადაწყვიტოთ. მოსალოდნელია, რომ გაურკვეველ სიტუაციებში აღმოჩნდებით. ცხოვრება ბევრ განსხვავებულ შესაძლებლობას შემოგთავაზებთ და გაგიჭირდებათ გადაწყვეტა იმისა, თუ რომელი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ.
აუცილებლად ენდეთ ინტუიციას და სწორედ ინტუიციის კარნახით მიჰყევით ცხოვრების დინებას. გელოდებათ როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ცვლილებები. საერთო ჯამში 2019 წელი თქვენთვის ცვლილებების წელია. ნახავთ, რომ წლის ბოლოს აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება გექნებათ.
4. კირჩხიბი – თქვენთვის მომდევნო წელი ნამდვილად იქნება ნაყოფიერი. გაზრდით შემოსავალს, სამსახურშიც წარმატებულები იქნებით და თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. საზოგადოებაში პატივისცემას მოიპოვებთ.
სამწუხაროდ, თქვენი მთავარი მახასიათებელი – ის, რომ ზედმეტად მგრძნობიარე და ემოციური ხართ, არ გტოვებთ და ამან, შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც მიიღებთ ცხოვრებისგან იმას, რაც გსურთ.
5. ლომი – ეცადეთ, შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი და ყველა საქმე გულმოდგინედ გააკეთოთ. იყავით თავდაჯერებულები საქმის კეთების დროს. 2018 წელი ვერ გამოირჩეოდა პროდუქტიულობით, მაგრამ მალე ყველაფერი პოზიტიურად შეიცვლება.
მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. ასტროლოგები ამბობენ, რომ გაცილებით წარმატებულები იქნებით, თუ ზოგჯერ რაღაცებზე თვალს დახუჭავთ და სიამაყეს დაივიწყებთ. არის სიტუაციები, როცა ეს საჭიროა.
6. ქალწული – 2019 წელს სამწუხაროდ თქვენს ცხოვრებაში ნეგატივი გადააჭარბებს პოზიტივს, მაგრამ თქვენ, როგორც ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს, შესანიშნავი უნარი გაქვთ ცხოვრების მართვის და ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ცხოვრება არ გაგირთულდეთ და ეს გარკვეულწილად, გამოგივათ კიდეც.
არ დანებდეთ, მიჰყევით დასახულ გეგმას, არ მოიწყინოთ და დარდს არ მიეცეთ. 2019 წლის შემოდგომიდან ისეთი წარმატება გელოდებათ, რომელიც ყველაფერ ცუდს დაგავიწყებთ. თქვენი შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს და კარიერული კუთხით მაღალ საფეხურზე ახვალთ.
7. სასწორი – მოსალოდნელია, რომ შემოსავალი მნიშვლოვნად გაიზრდება. გამდიდრება გელოდებათ. საზოგადოებაში კი, თქვენი რეპუტაცია მნიშვნელოვნად ამაღლდება და ადამიანების თვალში გაცილებით უფრო პატივსაცემი გახდებით.
ადამიანები თქვენთან ხშირად მოვლენ რჩევის მისაღებად. თქვენი გაწონასწორებული ხასიათის წყალობით პრობლემებს აუღელვებლად და მშვიდად გაუმკლავდებით და სწორედ ამიტომ მიიღებთ ცხოვრებისგან ახალ, წარმატების მომტან შესაძლებლობებს.
8. მორიელი – ასტროლოგები ამბობენ, რომ თქვენთვის 2019 წელი იმედგაცრუების წელი იქნება. გარშემომყოფთა რეალურ სახეს მკაფიოდ სწორედ ახალი წლიდან დაინახავთ და მიხვდებით, რომ ადამიანები, რომლებსაც ნდობა გამოუცხადეთ, სულაც არ ყოფილან სანდოები.
ფინანსური თვალსაზრისით წარმატება გელოდებათ, მაგრამ გარშემომყოთა გამო იმდენად გულგატეხილები იქნებით, რომ ფინანსური აღმასვლა დიდად არ გაგაბედნიერებთ. ეცადეთ, რომ დეპრესიამ არ გძლიოთ.
9. მშვილდოსანი – 2019 წელი ბევრ წარმატების მომტან შესაძლებლობას მოგცემთ. საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. აუცილებელია, რომ უფრო მეტი ისწავლოთ, განვითარდეთ, არ მოეშვათ და არ დანებდეთ. ცხოვრება არაერთ შანსს მოგცემთ, უბრალოდ თავი უნდა გამოიჩინოთ და დაანახოთ სხვებს თქვენი ნიჭი, დაანახოთ, რომ ყველაფრის გაკეთების უნარი შეგწევთ.
ვიცით, რომ თქვენთვის ეს რთულია, მაგრამ ეცადეთ, არ იმოქმედოთ სპონტანურად. ჯერ კარგად დაფიქრდით, გათვალეთ შესაძლო შედეგი და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღეთ. ამ შემთხვევაში ნახავთ, რომ ცხოვრების ყველა მიმართულებით საოცრად წარმატებულები იქნებით.
10. თხის რქა – მოემზადეთ, 2019 წელს სამყარო თქვენს ხელთ იქნება. მხოლოდ პოზიტივით და ბევრი ნათელი და მხიარული ფერით იქნება თქვენი ცხოვრება 2019 წელს სავსე. წარმატება გელოდებათ როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში.
გეყოთ რაც 2018 წელს იწუწუნეთ. მიეცით თქვენს ყველაზე თამამ ამბიციებს გასაქანი და გადადგით ნაბიჯები – 2019 წელს რასაც შეეხებით ყველაფერი წარმატების მომტანი იქნება.
11. მერწყული – დრო დადგა, რომ გააანალიზოთ სიტუაცია, რომელშიც ახლა ხართ და გადაწყვეტილებები უფრო ჭკვიანურად, ბრძულად მიიღოთ. დაუსვით თავს კითხვები – რატომ ვაკეთებ ამ საქმეს, ხომ არ არის ჩემი წარუმატებლობის მიზეზი იმ საქმის კეთება, რომელიც არ მიყვარს?
იმოქმედეთ ამ კითხვებზე მიღებული პასუხების შესაბამისად. 2019 წელი საკუთარი თავის პოვნის წელი იქნება. უფრო მკაფიოდ და ნათლად დაინახავთ იმას, თუ რისი მიღება გსურთ ცხოვრებისგან.
12. თევზები – 2019 წელს თქვენ იქნებით ადამიანი, რომელიც საზოგადოების მიბაძვის ობიექტია. თქვენი ინტელექტი, საუბრის მანერა, ჩაცმის სტილი, მიმიკებიც კი ადამიანებში აღფრთოვანებას გამოიწვევს და მოინდომებენ, რომ მოგბაძონ.
შეგემატებათ თავდაჯერებულობა და ამის წყალობით გაცილებით ბევრს მიაღწევთ. თქვენი კარიერული წარმატების პერიოდი გრძელდება და თუ ცრემლების ღვრას გადაეჩვევით, შესაძლოა, რომანტიკული ურთიერთობებიც დაალაგოთ.