29 წელი დაარსებიდან- პირველი ტაძარი რუსთავში

რუსთავში ეკლესიის აშენების იდეა ჯერ კიდევ ეროვნული გმირის ჟიული შარტავას  სახელს უკავშირდება. გადაწყდა ,რომ ახალი ეკლესია ძველი ნაეკლესიარის მიმდებარედ უნდა აშენებულიყო. გავიდა დრო და ქალაქში პირველი ტაძარი აშენდა. რუსთავის დაარსებიდან 40 წლისთავზე ქალაქში პირველი ქრისტიანული ტაძარი  პატრიარქმა აკურთხა . ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა საბჭოთა კავშირის პერიოდში, ღვთისმშობლის ხარების ეკლესია ,რომელსაც 12 ნოემბერს  დაარსებიდან 29 წელი შეუსრულდა, იმ პერიოდში პირველი ქრისტიანლური ტაძარი იყო  და მისმა არსებობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ათეისტურ გარემოში აღზრდილი ხალხის რელიგიურ ცნობიერებაში-დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გვანცა სანაია და გიორგი  მოსიაშვილი მოგიყვებიან