32 წლის მამაკაცი კლინიკაში მძიმე ტრავმებით შეიყვანეს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 32 წლის მამაკაცი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს.როგორც tv4-ს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე დაზიანებებით მიიღეს,ამ დროისთვის მას გამოკვლევები უტარდება და აღენიშნება გულმკერდის დახურული ტრავმა. ექიმების ინფორმაციით პაციენტი ამ ეტაპზე კონტაქტურია და მას ანტიშოკური თერაპია უტარდება.