50 წლის მამაკაცი პოლიციას ფიზიკურ ანგარიშწორებაში ადანაშაულებს–ინცინდენტი მარნეულში

მარნეულის მცხოვრები 50 წლის კახა კვარაცხელია პოლიციას ფიზიკურ ანგარიშწორებაში ადანაშაულებს. დაზარალებული  პოლიციის მხრიდან ძალადობას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

დაზარალებული ყვება, რომ ის ღამით სამართალდამცველებმა მარნეულში გააჩერეს და პირადობის მოწმობა მოსთხოვეს, ამის შემდეგ პოლიცია მისი პოლიტიკური სიმპათიით დაინტერესდა.მას შემდეგ, რაც კახა კვარაცხელიამ უთხრა, რომ ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი იყო, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.