6 ნოემბრემდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 6 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს.
ხვალ ქვეყნის უმეტეს რაიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17–22 მეტრი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ტემპერატურა 10 გრადუსი, დღისით 25 გრადუსი იქნება. მაღალმთაში კი ღამით ყინვა( –1 გრადუსი) დაფიქსირდება; დღისით +19 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ ღამით 1 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით- 19 გრადუსი; თბილისში ღამით 4 გრადუსი, დღისით+16 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით –5 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით +11გრადუსი.
საქართველოში უნალექო ამინდი 5 ნოემბერსაც შენარჩუნდება, მათ შორის თბილისში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება, ღამით 9 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 20 გრადუსი; ღამით 0 გრადუსი; მაღალმთიან რაიონებში ღამით –5 გრადუსი; დღისით 13 გრადუსი.
6 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში ღამით, შესაძლოა, მოთოვოს. დასავლეთ საქართველოში კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება.