7-მა პირმა ტრანსგენდერი ქალი ცემა

12 ნოემბერს თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას “თანასწორობის მოძრაობა” ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გამთენიისას 02:00 საათზე მოხდა. 7 თავდამსხმელი ფიზიკურად გაუსწორდა ტრანსგენდერ ქალს. მას დაზიანებები აქვს მიყენებული სახისა და თვალის არეში, დაზიანებული აქვს ყბის ძვლები, მიღებული აქვს ტვინის შერყევა. ის საავადმყოფოში მკურნალობს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, თავდამსხმელები მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.