77 წლის ასაკში რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, იტალიური და მსოფლიო კინემატოგრაფის სახელოვანი კინორეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

ბერნარდო ბერტოლუჩი ფილმისტვის „უკანასკნელი იმპერატორი“, აშშ–ს კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ მფლობელი გახლავთ.

ის ისეთი ცნობილი ფილმების რეჟისორია, როგორიც არის „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „მეოცე საუკუნე“.