აზერბაიჯანში დაკავებული მირტაგ ასადოვის ოჯახის წევრები ზეწოლის ფაქტზე საუბრობენ

აზერბაიჯანში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, შეიხი მირტაგ ასადოვის ოჯახის წევრები
მუქარისა და ზეწოლის ფაქტზე საუბრობენ . 
 შეიხ მირტაგ ასადოვის მამა აცხადებს , რომ მისმა შვილმა საქართველოს საზღვარი 7 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, წითელი ხიდის საბაჟო-გამშვებ პინქტზე გადაკვეთა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევიდა, რა დოროსაც ის ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დააკავეს.
ოჯახიში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მირტაგ ასადოვი 8 ნოემბერს ქალაქ ბაქოში სიტყვიერი შეურაცხოფის და პოლიციაზე დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
დაკავების გარემოებებზე  საუბრობს მძღოლი , რომელსაც ასადოვი აზერბაიჯანში გადაჰყავდა , მისი თქმით  აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციამ გააჩერა და შემდეგ კაზახის პოლიციის გამოყენებით გაურკვეველი ბრალდებით დააკავეს.
ნოემბერს ასადოვის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სხდომა გაიმართა. ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ასადოვს.
დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ასადოვის საცხოვრებელ სახში იმყოფებოდნენ და ოჯახს  საქმის დეტალები გააცნეს.