მკვლელობა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მოხდა. მოკლულია 45 წლის ქალი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პოლიციამ ცხელ კვალზე 1993 წელს დაბადებული გ.ხ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავა.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ სახლში, ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს -1973 წელს დაბადებულ ს.ა.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ გ.ხ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.