ბოლნისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ მამხუტში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობა დაიწყო.
სოფელში 825 გრძივ მეტრზე, ნოემბრის ბოლომდე, 18 სმ სისქის ბეტონის გზა დაიგება.
ინფრასტრუქტურულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკა მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება, საერთო ღირებულებით 700 000 ლარი.

მამხუტის გზის მშენებლობის დაფინანსების გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან ეფექტური კომუნიკაციის შემდეგ მიიღო.