გარდაბანში რეაბილიტირებული სამი ბაღი გაიხსნა. სართიჭალაში, ნორიოსა და მარტყოფში განახლებული ბაღის შენობები ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა დაათვალიერეს. განახლებული ინფრასტრუქტურით სამივე ბაღში 790 ბავშვი სარგებლობს. ბაღებში შეიცვალა იატაკი, სველი წერტილები, სამზარეულოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სააღმზრდელო ჯგუფებს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია წელს სულ 24 ბაღში დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 859 917 ლარი დაიხარჯა.