გარდაბნის ხუთ სოფელში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობის  პროექტზე  სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის  პროექტის მეორე ეტაპი ხორციელდება , რაც მუნიციპალიტეტის ხუთ სოფლში მაგისტრალური მილსადენის მონტაჟს და  სოფლებში რეზერვუარების მშენებლობას მოიცავს. პირველ ეტაპზე უკვე მოეწყო საქლორატორო პუნქტი  , სატუმბი ნაგებობები , 500 კუბური ლიტრის შემკრები ავზი და 10 -მდე წინასწარ გატესტილი ჭაბურღილი . სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი ტექნიკური ხარვეზების გამო 2 თვით იყო შეჩერებული , თუმცა ამ დროისთვის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს . პროექტის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს, ახალსოფელს, ნორიოს,ვაზიანს,ახალ სამგორს და მარტყოფს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. მუნიციპალიტეტის დაკვეთით სამუშაოებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანია ახორციელებს . პროექტის ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს.