ეგზიტპოლის შედეგები–როგორ გადანაწილდა ხმების რაოდენობა

კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 45%.
კომპანიამ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა და წარმოდგენილი მაჩვენებელი პირველად შედეგებს შეადგენს.
მონაცემები 17:00 საათის მაჩვენებელია.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად კი , საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 58 პროცენტით მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
ხოლო 42 პროცენტი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს აქვს.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლი არჩევნების მეორე ტურში „გელაპმა“ ჩაატარა. გამოკითხულია 10 204 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
ცდომილება 2 პროცენტია.