მარნეულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს ხელფასები იზრდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში 2019 წელს ხელფასები იზრდება.

შრომითი ანაზღაურება მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს-ებსა და აიპებში დასაქმებულ ათასობით ადამიანს გაეზრდება. ამის შესახებ დღეს მარნეულის საკრებულოს  საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. მომავალ წელს მუნიციპალიტეტი სარეკლამო მომსახურებაზე 80 ათას ლარს დახარჯავს, მაშინ როცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ბიუჯეტში მხოლოდ 50 ათასი ლარია გათვალისწინებული. საკრებულოს წევრები სპორტული მოედნების დაფინანსების გაზრდას ითხოვენ. შრომის ანაზღაურებაზე მომავალი წლის ბიუჯეტში პროექტის მიხედვით 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა არის გაწერილი, რაც ბიუჯეტი 21.7 პროცენტს შეადგენს. ინფრასტრუქტურული მიმართულებების დაფინანსებაზე კი ბიუჯეტის 26 პროცენტი დაიხარჯება. საერთო ჯამში მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2019 წელს 24 მილიონ 179 ათასი ლარით განისაზღვრა.
 
დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის წევრებს მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ პრეტენზიები.