მარნეულის პოლიციის მუშაკების მიერ მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
.„2018 წლის 24 ნოემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო მარნეულის პოლიციის მუშაკების მიერ კ.კ-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.გამოძიება უკვე დაუკავშირდა კონკრეტული ფაქტის შეტყობინების ინიციატორს, რომელმაც სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ არ იცნობდა კ.კ.-ს და არ ჰქონდა მისი საკონტაქტო მონაცემები, ასევე ის არ იყო ფაქტის თვითმხილველი მოწმე და გამოძიებას მომხდარის ირგვლივ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა.პროკურატურამ დაადგინა კ.კ.-ს ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. იგი დროებით იმყოფებოდა მარნეულში, სადაც ბლოკის ერთ-ერთ საამქროში მუშაობდა. ამ დროისთვის გამოძიება ცდილობს მასთან დაკავშირებას.გამოიკითხებიან ის პოლიციელები, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ გამოძიებისთვის რაიმე სახის მნიშვნელოვან ინფორმაციას“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.