რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის საწარმო შენდება.,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით, მარილის საწარმოს გახსნასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ინვესტორები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მარილის საწარმოს გახსნის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, ფარგლებში რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის მწარმოებელი საწარმო შენდება. პირველ ეტაპზე დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის შემოტანა იგეგმება,რომლის ფარგლებში მოხდება ჰიმაილაის, სამკურნალო თვისებების მქონე მარილის ქარხნის მშენებლობა. ქარხანა წელიწადში 2500 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს, საწარმოში დასაქმდება 40იდან 50-მდე ადგილობრივი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. აღნიშნული ინვესტიცია ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ მიერ არის მოძიებული.
მთავარი ყველა საზოგადოება რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე ჰიმალაის მარილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება