რუსთავში CO–თი სამი ადამიანი მოიწამლა

ბუნებრივი აირის ნამწვით რუსთავში სამი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა მე–12 მკ/რ–ში მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამივეს ჰოსპიტალიზაცია მოახდინა.  ისინი “კლინიკა” რუსთავში გადაიყვანეს, სადაც დაშავებულებს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. 

კლინიკაში ტვ4-ს განუცხადეს, რომ პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირდა მსუბუქი ინტოქსიკაციის ფაქტი და საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.