რუსთავში სამ უსახელო მოედანს სახელდება მიენიჭება

 რუსთავში სამ უსახელო მოედანს სახელდება მიენიჭება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, სასტუმრო რუსთავის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც შოთა რუსთაველის ძეგლი დგას რუსთაველის სახელი ოფიციალურად მიენიჭება. შარტავას ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიას შარტავას სახელი დაერქმევა, ხოლო რუსთავის შემოსასვლელში არსებულ მოედანს თამარ მეფის სახელდება მიენიჭება. აღნიშნული წინადადებით რუსთავის წარმომადგენლობით ორგანოს პარლამენტის წევრმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ მიმართა. შესაბამისი ინიციატივის ავტორები კი საკრებულოში ამირან ჯანჯღავა და გოჩა ჯანგიძე არიან. მოედნებისთვის სახელდების მინიჭება პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება. მანამდე თვითმმართველობა მოსახლეობის პოზიციასაც მოისმენ.