გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები გრძელდება, მუნიციპალიტეტის 5სოფელში : ბოტანიკში , კალინოოში , ახალშენში , ბირლიკში და თაზაქენდში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს . სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სოფლებში 4 კილომეტრი სიგრძის შიდა გზები მოასფალტდება . გარდა ამისა 1 500 კმ სიგრძის გზა მოასფალტდება სოფელ ნაგებში .
ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებული გზა სოფლების მთავარი პრობლემა იყო და რეაბლიტაციის წლების განმავლობაში ითხოვდნენ .
შიდა გზების მოასფალტების სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 684 000 ლარია გამოყოფილი.