სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში გზის სავალი ნაწილი მოპორკეთდა და დაიგო ქვაფენილი.პირვანდელი იერსახით აღდგა ღობეები და ჭიშკრები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტირდა საკანალიზაციო სისტემა და აშენდა გამწმენდი ნაგებობა.
ქუჩაზე მოეწყო გარე განათების სისტემა.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 4,293,650,29 ლარით განხორციელდა.