რუსთავის ფოლადის დარბაზში მინი ფეხბურთში რუსთავის პირველობა გაიმართა . ტურნირმა სტარტი დღეს აიღო და 21 ნოემბერს ფინალური შეჯიბრებით დასრულდება. საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს 18 წლიდან ზევით შერეული გუნდები დაუპირისპირდებიან ფინალურ შეჯიბრებაში კი პირველი , მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდება .
ტურნირი ფეხბურთის მოყვარულებისთვის ა(ა)იპ “ქ. რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი” -ის ორგანიზებით ტარდება .