შუა ხნის მამაკაცი სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სეკანაკის ცენტრში მოხდა.
ის სენაკის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. მედიკოსები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.