ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა-სალომე ზურაბიშვილი

ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

“ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი საქართველოა, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა. ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც ჩვენი თანამოაზრე არ არის, მარამ ჩვენ ყველანი, ერთი პატარა ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ მომავალშიც. უნდა გავამთლიანოთ, დავაწყნაროთ და დავამშვიდოთ ის, ამიტომ მე გპირდებით დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებთ რასაც შევძლებთ, რომ ამას მივაღწიოთ, რომ ჩვენ გავერთიანდეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.