ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში. ცეხლი მე-12 მიკრორაიონის #1 კორპუსის პირველ სადარბაზოში გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი კორპუსში არსებულ სავენტილაციო მილში, სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო გამოძახებული. მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსში დაკვამლიანება შეინიშნებოდა.
ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა
ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო გამოძახებული