ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიში აცხადებენ, ბათუმში წვიმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე 54 გამოძახებაა შესული.

მოსახლეობისთვის წყალდიდობას განსაკუთრებული ზიანი არ მიუყენებია, თუმცა წყალი რამდენიმე სახლის სარდაფში შევიდა. ასევე რამდენიმე ქუჩაზე გართულდა საავტომობილო მოძრაობა.

ყველაზე რთული ვითარება აღმაშენებლის ქუჩაზეა. კრიტიკულ ადგილებში მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.