წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 79 ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლი დაუკანონდა (+ფოტო)

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 79 ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლი დაუკანონდა . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაცეს.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, 2004-2009 წლებში, შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო.ამ დროისთვის კი საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 500 ემიგრანტ ოჯახს დაუკანონდა .