ეს არის სანებართვო პირობების დარღვევა, თვითნებურად გაზრდილი ტარიფი–ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავი– თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ინტერტრანსის“ კუთვნილებაში არსებული ავტომობილების მძღოლების მიერ მგზავრობის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებთ განაცხადა.
ირაკლი ტაბაღუას თქმით, კომპანიასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და „ინტერტრანსს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარეგინა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ითხოვდა ფასების ცვლილებას, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დასრულება და დღეს მათ თვითნებური გადაწყვეტილება მიიღეს და სანებართვო პირობები დაარღვიეს, რაზეც შესაბამისი სანქციები გატარდება.
„კომპანიას კონკურსის წესით აქვს მოგებული მგზავრთა გადაყვანა რუსთავი – თბილისის და თბილისი – რუსთავის მიმართულებით. ამ კომპანიასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო, კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება, შემდეგ უნდა მომხდარიყო დღევანდელი მგზავრთა ნაკადის და იმ თანხების დაფისქისრება, რომელიც კომპანიამ დააყენა ფასის ზრდასთან დაკავშირებით, ეს პროცესები , მინდა გითხრათ, რომ ჯერ არ დაწყებულა.
ჩვენ მივმართეთ კომპანიას ფასის წარმოქმნასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინა. შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეალურად ასახავდა სურათს და არა ცალმხრივად.
ეს ტარიფის ზრდა არის თვითნებური რომელიც არ ექვემდებარება მგზავრობის დროს თანხის გადახდას. დილიდან სამსახურები არიან გასულები, მათ ვისაც ევალება მონიტორინგი, აფიქსირებენ იმ ლოტებზე სადაც უკანონოდ არის ფასი გაზრდილი და აუცილებლად გატარდება სანქციები კომპანიის მიმართ, რომელიც არ აღმოფხვრის ამ სრულიად უკანონობას.
ეს არის სანებართვო პირობების დარღვევა, თვითნებურად გაზრდილი ტარიფი.ეს არის რეგულირებადი ფასი, ეს ფასი საკრებულოს დადგენილებით არის მიღებული და კანონს და მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს ყველა“–განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ
შეგახსენებთ, დღეს დღეს სამარშუტო ტაქსებში მგზავრებს უკვე გაზძვირებული ტარიფი დახვდათ გამოკრული. მძღოლების თქმით, ისინი დღეიდან დედაქალაქის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას 2 ლარად უზრუნველყოფენ. მძღოლების ინფორმაციით, მზგავრობის ფასი შეიცვალა თითქმის ყველა მარშრუტზე, გარდა ლილოს მიმართულებისა, სადაც მგზავრობის ტარიფი არ შეცვლილა