რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა წინასაახალწლო დღეებში, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სადღესასწაულო ნობათს ურიგებს.
27, 28 და და 29 დეკემბერს, ირაკლი ტაბაღუა, დამდეგ ახალ წელს ორმოცდაათ რუსთაველ ოჯახს პირადად მიულოცავს.
რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მერიის საახალწლო საჩუქარს 700-მდე ბენეფიციარი: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და დღის ცენტრები, ასევე მიუსაფარ მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებლები მიიღებენ.
სხვადასხვა სახის საჩუქარს, საახალწლოდ რუსთაველ ბავშვებსაც გადასცემენ.
ახალი წელს და შემდგომ დღეებში, 4000 რუსთაველი პატარა სანტა კლაუსის სიურპრიზით დასაჩუქრდება, 2000 ბავშვი კი, საახალწლო ნაძვის ხეზე-საბავშვო სპექტაკლ ,,ბურატინოზეც“ მიიღებს მოწვევას.
საახალწლო ღონისძიებები, რუსთავში 29 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
სადღესასწაულო კონცერტები, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში მოწყობილ საახალწლო სოფელში გაიმართება