რუსთავის ისტორიულ მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრის, ლაშა კალანდაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. საზოგადოება რუსთაველის ხელშეწყობით, მხატვარმა საკუთარი შემოქმედება ქალაქს პირველად წარუდგინა. ექსპოზიციაზე ახლაგაზრდა შემოქმედის 30-მდე ფერწერული ტილო იყო წარმოდგენილი. ლაშა კალანდაძემ დამთვალიერებელს გრაფიკაში და აკვარელში შესრულებული ნამუშევრები პირადად გააცნო. გამოფენას ისტორიული მუზეუმი სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს და მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. გამოფენის გახსნას ხელოვანებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.