“მეზიზღება ეს ქალაქი” -რა მოპარეს რუსთაველ ქალს სახლის ეზოდან?

სოციალური ქსელის მომხმარებელი ერთ-ერთ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს თუ როგორ მოიპარეს ეზოდან საკუთარი ხელით გაკეთებული ძაღლის სახლი.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“მეზიზღება ეს ქალაქი!!! ამას პირველად არ ვამბობ და ეჭვი მაქვს არც უკანასკნელად, ეზოს ცუგასთვის აშენებული სახლი მომპარეს, რომელიც სპეციალურად დამძიმებული იყო და ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა!!!!! მაქსიმალურად ვეცადე უბრალო და უშნო ყოფილიყო მაგრამ მაინც გაიყოლა ვიღაცამ! პატრული რომელიც გვერდით არის და წარმოდგენა არ მაქვს რისთვის, მპასუხობს: რავიცი აბა ტერიტორია არავისია და მეეზოვებმა მოჭრეს ხეები(რამდენიმე დღის წინ იყო ტოტები ეყარა და გავასუფთავე არადა, დილას იდგა სახლი ეზოში) , შეიძლება წაიღეს, ამ ძაღლის იყო? და მანიშნებს ჩემს ჯუჯა პუდელზე
ძალიან მინდოდა რამდენიმე კიდევ ამეშენებინა და სპეციალურად არ დავპოსტე რომ ვინმეს თვალში არ მოსვლოდა, მაგრამ როგორც ჩანს აქ არასდროს და არაფერი არ ღირს!”